Back to Top
დილის - ძილად მისვლის ლოცვანი Screenshot 0
დილის - ძილად მისვლის ლოცვანი Screenshot 1
დილის - ძილად მისვლის ლოცვანი Screenshot 2
დილის - ძილად მისვლის ლოცვანი Screenshot 3
Free website generator for mobile apps; privacy policy, app-ads.txt support and more... AppPage.net

About დილის - ძილად მისვლის ლოცვანი

დილის - ძილად მისვლის ლოცვანი,
აღნიშნული აპლიკაციის მიზანია, გაუმარტივოს მლოცველს ყოველდღიური ლოცვის პროცესი.

ავტომატურად ხდება ეკრანზე ტექსტის გამოტანა დროის მიხედვით.

აპლიკაცია შეიცავს დილის და ძილად მისვლის ლოცვებს, შუადღისას აქტიურდება ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ შესაბამისი კვირის დღის (ორშაბათი - კვირა) მიხედვით.

დილის და ძილად მისვლის ლოცვანში აქტიურდება მცირე ზომის ღილაკი რომლის ფუნქციაცაა რომ, დაეხმაროს მლოცველს ლოცვის გამეორებისას, ასე მაგალითად: უფალო, შეგვიწყალენ (12-გზის). შესაძლებელია ღილაკზე თითის დაჭერით შევასრულოთ რაოდენობის თვლა.

მაშინ როდესაც ღილაკის განულება გვსურს, ღილაკს 2 წამის განმავლობაში დავაჭერთ თითს და არ აუშვებთ. მოხდება მთვლელის გასუფთავება.


აპლიკაციას აქვს 2 ფონი დღის და ღამის, რომელიც ავტომატურად იცვლება დღის მონაკვეთის შესაბამისად.

მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული ღილაკის საშუალებით > შესაძლებელია გადასვლა პარამეტრების გვერდზე, საიდანაც შესაძლებელია:

ტექსტის ზომის (გაზრდა ან დაპატარავება) რეგულირება.
შესაძლებელია ფონტის ცვლილება, სულ ხელმისაწვდომია 7 ფონტი.

აღნიშნულ გვერდზე იხილავთ მიცვალებულების სახელების გრაფას. სადაც შესაძლებელია ჩამოწერა კონკრეტული სახელების. მაშინ როდესაც წაიკითხავთ "ლოცვას გარდაცვალებულთათვის" მასში ავტომატურად ჩაემატება თქვენს მიერ დაწერილი სახელები და არ გახდება საჭირო ყოველ ჯერზე დამახსოვრება ხშირად საკმაოდ გძელი სიის, რომლებსაც ვიხსენიებთ ლოცვისას.


სისტემის მუშაობის აღწერილობა:
12 საათამდე ხელმისაწვდომია დილის ლოცვანი.

12 საათიდან 20 საათამდე შუალედში, ეკრანზე გამოდის კვირის დღის შესაბამისი ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ

20 საათის შემდგომ ხელმისაწვდომია ძილად მისვლის ლოცვანი.


ყოველდღიური ლოცვანი მთავარანგელოზთა მიმართ

ორშაბათი: მთავარანგელოზი მიქაელი - შემწე და მძლეველი ყოველთა ზედა ბრძოლასა მტერისასა და მფარველი ყოვლისაგან ჭირისა, მწუხარებისა და ბოროტებისაგან

სამშაბათი:
მთავარანგელოზი გაბრიელი - სიტკიცჱ ღმრთისაჲ
და კეთილი მაცნჱ საღმრთოჲსა საიდუმლოჲსა

ოთხშაბათი:
მთავარანგელოზი რაფაელი - ავადმყოფობის განმკურვნელი
და გზასა ზედა ჭეშმარიტებისასა დამაყენებელი

ხუთშაბათი:
მთავარანგელოზი ურიელი - აღმძვრელი ლოცვათა სურვილისაჲ
და განმანათლებელი ღმრთისა მიმართ უგუნურ-ქმნილთა

პარასკევი:
მთავარანგელოზი სელაფიელი - მკურნალი ამაკანკალებელთა სენთა
(მალარია და ეპილეფსია) და მორწმუნეთათჳს დაუცხრომელი მეოხი წინაშე ღმრთისა

შაბათი:
მთავარანგელოზი იეგუდიელი - მგზავრობასა შინა
დამფარველი და შემწჱ შეჭირვებულთაჲ

კვირა:
მთავარანგელოზი ვარაქიელი - მომცემელი და შუამდგომელი საღმრთოჲსა
სიკეთისაჲ და მფარველი სულიერისა და ჴორციელისა სიწმიდისაჲ

Similar Apps

Lucky Number

Lucky Number

0.0

Game Lucky Number represents a simple one screen game with buttons.Button includes...

საქართველოს მმართველები

საქართველოს მმართველები

0.0

საქართველოს მმართველები აპლიკაცია შეიცავს ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას დაწყებული ფარნავაზიანტთა დინასტიიდან დამთავრებული დღევანდელ დღემდე.აქ...

სამგლოვიარო საგალობლები

სამგლოვიარო საგალობლები

0.0

სამგლოვიარო საგალობლების აპლიკაცია შექმნილია მათთვის ვისაც სურს პანაშვიდის საგალობლები გააჟღეროს ტელეფონის საშუალებით...

Հայկական ստեղնաշար

Հայկական ստեղնաշար

0.0

Ստեղնաշարը պարունակում է բոլոր տառերը մեկ շերտով:Հավելվածը ներառում է ընդհանուր առմամբ 10...

Azərbaycan klaviaturası

Azərbaycan klaviaturası

0.0

Klaviatura bir təbəqədə bütün hərfləri ehtiva edir.Tətbiqə cəmi 10 müxtəlif təbəqə daxildir:...

Map Info Georgia

Map Info Georgia

0.0

The application Map Info Georgia is an aid / tool for any...

author
❣ კარგია
Ana Ana
author
დაჩოქება მეთაკილება. კ არ დაიზარო და ზარმაცი ხალხი კარგი აპლიკაციებით გაგვახარე. მადლობთ
ილოცე საკმარისია. საყ,ვა,რ,ელი არ ვარ!